კალათბურთი

16:42 | 29.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგამ ბითაძის ბლოკშოტი გამოარჩია (+VIDEO)

ევროლიგაში გოგა ბითაძის ჩინებული დებიუტი შეუმჩნეველი არც ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდს გამორჩენია, რომელმაც ქართველი ცენტრის დაფარება დღის საუკეთესო ბლოკშოტად აღიარა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ბითაძე მონტენეგროს “ბუდუჩნოსტში” დაახლოებით 1 კვირის წინ გადაბარგდა, გუშინ კი ევროლიგაში პირველად ითამაშა და ჩინებულადაც გამოიყურებოდა.

ქართველი ლეგიონერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მოედანზე 23:14 წუთი გაატარა და 17 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მიითვალა, ამასთან, მის წინააღმდეგ ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
ევროლიგის პრესსამსახურმა ის ეპიზოდი გამოარჩია, როდესაც მე-3 მეოთხედის დასაწყისში ბითაძემ დაზღვევაზე კარგად ითამაშა და ლეონ რადოსევიჩს დაუფარა.

შეგახსენებთ, რომ “ბუდუჩნოსტს” 3 მოგება და 12 მარცხი მოუგროვდა და ევროლიგის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-15 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 3 იანვარს, იტალიაში, “მილანთან” ჩაატარებს.

მანამდე კი, ბითაძის გუნდს არანაკლებ პრინციპული შეხვედრა ელის ადრიატიკის ლიგაში, სადაც პოდგორიცელები მოქმედი ჩემპიონის რანგში ასპარეზობენ. 30 დეკემბერს, ბელგრადში, “ბუდუჩნოსტი” უმთავრეს კონკურენტ “ცრვენა ზვეზდას” გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116689