ფეხბურთი

2:05 | 28.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

დაუჯერებელი ავტოგოლი იტალიის სერია B-ში... (+VIDEO)

იტალიის სერია B-ს მე-17 ტურში საოცარი ავტოგოლი გავიდა. მართლაც ძნელია გავიხსენოთ ასეთი კურიოზული გოლი, რომელიც „ასკოლის“ მეკარემ ფილიპო პერუკინიმ საკუთარ კარში მიითვალა.

„პალერმოსთან“ მატჩის 26-ე წუთზე პერუკინიმ ბურთი მცველისგან მიიღო, თითქოს ხიფათს არაფერი მოასწავებდა, ბურთი ადვილად უნდა მოეშორებინა, მაგრამ მეტად უცნაურად გაისარჯა და ავტოგოლის ავტორი გახდა.

საბოლოოდ პერუკინიმ მეორე ტაიმში უკვე მეტოქეებისგან გაუშვა ორი გოლი და „ასკოლიმ“ გათამაშების ლიდერ სიცილიელებთან 0:3 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109323