ფეხბურთი

1:05 | 28.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

რობინიო თურქეთის ჩემპიონატის ლიდერ გუნდში გადავიდა

ვეტერანი ბრაზილიელი თავდამსხმელი რობინიო კარიერას თურქეთის სუპერლიგის ბინადარ „ბაშაკშეჰირში“ გააგრძელებს. ამის შესახებ სტამბოლური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, თუმცა, ტრანსფერის დეტალებზე არაფერი თქმულა.

რობინიო 2018 წლის იანვრიდან მოყოლებული თურქული „სივასფორის“ ღირსებას იცავდა. მიმდინარე სეზონში სამხრეთ ამერიკელის ანგარიშზე 16 მატჩი, 8 გოლი და 2 საგოლე პასია.

რობინიოს თავის დროზე მადრიდის „რეალში“, „მანჩესტერი სიტისა“ და „მილანში“ უთამაშია. „ბაშაკშეჰირი“ კი თურქეთის სუპერლიგას 17 ტურის შემდეგ ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ტრაბზონსფორს“ 6 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111672