ფეხბურთი

16:27 | 27.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძე შესაძლოა უკრაინაში დაბრუნდეს

პორტუგალიური „ნასიონალის“ ქართველი ლეგიონერი გიორგი არაბიძე შესაძლოა უკრაინის ჩემპიონატში დაბრუნდეს. Footboom-ის ცნობით, 20 წლის ჩვენებურს „დესნა“ ეპატიჟება.

შესაძლო ტრანსფერის დეტალებს გამოცემა არ ასაჯაროვებს, თუმცა, წერს, რომ თუ პორტუგალიურ გუნდთან შეთანხმება შედგა, მაშინ არაბიძე უკრაინაში დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ არაბიძე 2015-2018 წლებში დონეცკის „შახტარში“ ირიცხებოდა, მაგრამ მხოლოდ მეორე გუნდში უწევდა თამაში და მთავარ გუნდში მხოლოდ რამდენჯერმე მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა.

რაც შეეხება „ნასიონალს“, არაბიძე პორტუგალიურ გუნდს გასულ ზაფხულს შეუერთდა და თავიდან ათამაშებდნენ კიდეც, მაგრამ 26 ოქტომბრის შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა. მთლიანობაში გიორგიმ „ნასიონალის“ მაისური 5 მატჩში მოირგო და გოლი არ გაუტანია. აქვე გეტყვით, რომ ქართველ ლეგიონერს "ნასიონალთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.

რაც შეეხება „დესნას“, უკრაინის პრემიერლიგაში თამაშობს და 18 ტურის შემდეგ 24 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება.

0.145902