ჭადრაკი

13:41 | 27.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაპიდის მსოფლიო პირველობის პირველი დღის შედეგები

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა სწრაფ ჭადრაკში (რაპიდი). შეჯიბრის პირველ დღეს კაცებმა 5 ტური მოილეს, ქალებმა კი – 4.

ვაჟებში 4.5 ქულით ირანელი ალირეზა ფიროუზა (2412) და რუსები – იან ნეპონმიაშჩი (2771) და დმიტრი ანდრეიკინი (2725) დაწინაურდნენ, პირველ ნომრად განთესილი ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი (2903) კი 3.0 ქულით მხოლოდ 76-ეა.
საქართველოს ნაკრების წევრთაგან საუკეთესო შედეგი ბაადურ ჯობავას (2718) აქვს, რომელიც 3.0 ქულითჱ64-ეა, ივან ჩეპარინოვს (2697) ასეთივე მონაგარით 71-ე პოზიცია უკავია, აგრეთვე 3.0 ქულა აქვს და 89-ეა მიხეილ მჭედლიშვილი (2637). ლევან ფანცულაიას (2652) 2.5 ქულით 117-ე საფეხურზე ვხედავთ, ქართველთაგან უარესი შედეგი კი თორნიკე სანიკიძეს (2483) აქვს: 2.0 ქულა და 139-ე ადგილი.
ვაჟებს რაპიდში 15 პარტიის ჩატარება უწევთ, ტურნირი კი დღეიდან გაგრძელდება.
ქალთა შეჯიბრი მხოლოდ 12 ტურისგან შედგება, ამდენად, დღეს ისინი კვლავ ოთხ-ოთხ პარტიას ჩაატარებენ.
ამ დროისთვის ქულათა მაქსიმუმით ჩინელი ვენჯუნ ჟუ (2584) ლიდერობს, ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კი ნანა ძაგნიძესა (2515) და მერი არაბიძეს (2431) აქვთ, რომელთაც 3-3 ქულით, შესაბამისად, მე-10 და მე-19 პოზიციები უკავიათ.
დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეთა მდგომარეობა ასეთია: 32. ლელა ჯავახიშვილი (2388) – 2.5; 33. ბელა ხოტენაშვილი (2428) – 2.5; 48. ნინო ბაციაშვილი (2382) – 2.5; 61. ნინო ხომერიკი (2248) – 2.0; 83. ქეთი წაწალაშვილი (2287) – 1.5;

0.109774