ფეხბურთი

21:53 | 25.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

დვალი კარიერას “რუბინში” გააგრძელებს?

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლაშა დვალი, შესაძლოა, ყაზანის “რუბინში” აღმოჩნდეს. ამ ინფორმაციას რუსული სააგენტო “ჩემპიონატი” ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დვალს საქართველოს გარდა, ლატვიაში, ინგლისში, თურქეთში, გერმანიასა და ყაზახეთში უთამაშია. 2017 წელს ის პავლოდარის “ირტიშიდან” პოლონურ “პოგონში” გადაბარგდა და დღემდე ამ გუნდის წევრია.
მიმდინარე სეზონში ლაშამ პოგონელთა მაისურით 13 მატჩი ჩაატარა და მის აქტივში 1 გოლია. 2015 წლიდან მოყოლებული დვალს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ათზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.
როგორც რუსული წყარო იუწყება, კარიერის სტარტზე ქართველ ფეხბურთელს სანკტ-პეტერბურგის “ზენიტში” გადასავლის შანსი ჰქონდა, თუმცა, ეს ტრანსფერი არ განხორციელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109193