ფეხბურთი

15:03 | 25.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

MARCA: "თოვლის პაპუს საშობაო საჩუქარი"

„თოვლის პაპუ“ - ასეთი სათაურით გამოქვეყნდა სტატია ავტორიტეტულ ესპანურ გამოცემა Marca-ში, რომელიც „სარაგოსას“ ქართველ შემტევს, გიორგი პაპუნაშვილს ეძღვნება.

მადრიდული გამოცემა წერს, რომ პაპუნაშვილმა „სარაგოსას“ საშობაო საჩუქარი გაუკეთა და მის მიერ გატანილი გადამწყვეტი გოლის აღნიშვნა ყველაფერს ნათლად მეტყველებდა.

აღნიშნულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

„საშობაო პერიოდში გიორგი პაპუნაშვილი „თოვლის პაპუ“ გახდა. გასულ შაბათს, „სარაგოსას“ შობა გადაარჩინა და საუკეთესო საჩუქარი გაუკეთა თავის გუნდსა და გულშემატკივრებს. მიზანი გამარჯვება იყო, რომელიც დიდი ხნის პაუზის შემდეგ მოუტანა.

ქართველი „ექსტრემადურასთან“ სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, როდესაც კოჭის ტრავმა მიიღო „ალბასეტესთან“ მატჩში. ალბათ, ეს იყო ყველაზე ცუდი პერიოდი მის პროფესიონალურ კარიერაში, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. მისი გოლის აღნიშვნა ყველაფერზე მეტყველებდა. ეს პირადი თავისუფლება იყო.

ყველაფერი მოვიდა ზუსტ მომენტში. სიტუაცია, თამაშის ევოლუცია, წუთი... იმ მომენტში ვიქტორ ფერნანდესს გმირი სჭირდებოდა და იცოდა, რომ პაპუ მისი ადამიანი იყო. მოედანზე შესვლიდან ცოტა ხანში მან გააკეთა ის, რაც ყველას უნდოდა და გადამწყვეტ მომენტში სჭირდებოდათ.

გასულ სეზონში პაპუ თავისი თავდაჯერებულობით, ბალანსით ფანების ერთ-ერთი იდეალი გახდა. მიმდინარე სეზონის დაწყების წინ მიღებულმა ტრავმამ ხელი შეუშალა სეზონი იმ დონეზე დაეწყო, როგორც შარშან. ეს უადგილო პრობლემა იყო.

ახლა, როგორც იქნა დაბრუნდა და უნდა, რომ დაკარგული დრო აინაზღაუროს. ქართველის დარტყმით მოპოვებული გამარჯვება არის ის, რომელიც საშობაო ხასიათს იძევა სარაგოსისტებისთვის. „თოვლის პაპუ“ გილოცავთ შობას“, - წერია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუნაშვილი მოედანს სამთვიანი ტრავმის შემდეგ „ექსტრემადურასთან“ დაუბრუნდა. 66-ე წუთზე გამოჩნდა ცვლილებაზე და 10 წუთში ულამაზესი და გამარჯვების გოლი გაიტანა.

Loading...
სტატისტიკა
0.233059