ფეხბურთი

11:23 | 25.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„სპარტაკი“ ანანიძეს შეკრებაზე არ წაიყვანს

მოსკოვის „სპარტაკი“ წლის პირველ შეკრებას იანვარში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გამართვს. წამსვლელთა შორის არ იქნებიან: ჯანო ანანიძე, სალვატორე ბოკეტი, იველინ პოპოვი, და ალეკსანდრ სამედოვი - გვამცნობს sport-express.ru.

ფეხბურთელებს ამის შესახებ კლუბის სპორტულმა დირექტორმა, სერგეი როდიონოვმა აცნობა და სთხოვა, რომ აგენტებმა სხვა გუნდების ძებნა დაიწყონ, რადგან, სავარაუდოდ, მათთან კონტრაქტებს გაწყვეტენ.

პორტალის ინფორმაციით, ყველაზე მეტად ამ შეტყობინებით ანანიძე გაკვირვებულა, რომლის წლიური ხელფასი თითქმის 2 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111555