ფეხბურთი

13:32 | 24.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილიონარიოსთა" დიდი ფიესტა (+VIDEO)

„რივერ პლეიტმა“ ლიბერტადორესის თასი ჯერ კიდევ 8 დეკემბერს მოიგო, მაგრამ უდიდესი გამარჯვების სათანადოდ აღნიშვნა ახლახან მოახერხა.

საქმე ისაა, რომ მარსელო გალიარდოს გუნდმა სამხრეთ ამერიკის უძლიერესი გუნდის სახელი ევროპაში მოიპოვა და მერე პირდაპირ აზიაში გაფრინდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე სათამაშოდ. მართალია, აქ „რივერმა“ ოდენ მესამე ადგილი ირგუნა და ნახევარფინალში მოულოდნელად „ალ აინთან“ დამარცხდა, მაგრამ ლიბერტადორესის თასის მოგებით გამოწვეული სიხარული ამას არ ჩაუშხამებია.

ან რა ჩააშხამებს „რივერსა“ და მისი ტორსიდისთვის მოსისხლე მტერ „ბოკა ხუნიორსთან“ ისტორიულ გამარჯვებას?! - ვერც ვერაფერი და სწორედ ამიტომ გუშინ ბუენოს აირესში ზეიმი მოაწყვეს.

ყველაფერი ქუჩიდან დაიწყო, სადაც „რივერის“ ავტობუსს ფანები შეეგებნენ, ხოლო საღამოს ზეიმმა „ესტადიო მონუმენტალზე“ გადაინაცვლა და ჩინებული სანახაობაც შედგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119994