ფეხბურთი

17:52 | 23.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ადურისის უცნაური პენალტი (+VIDEO)

ბილბაოს "ატლეტიკის" ვეტერან გოლეადორს არიც ადურისს ფეხბურთში რა არ უნახავს და ჩვენც, მისგან რაღა უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ... ლა ლიგის მე-17 ტურში "ბილბაომ" "ვალიადოლიდს" (1:1) უმასპინძლა და 45-ე წუთზე პენალტის დარტყმის ულფება მიიღო.

ბურთთან ადურისი მივიდა და საკმაოდ უცნაურად გადაწყვიტა დარტყმა. როგორც წესი, ასეთ დროს ფეხბურთელების საჯარიმოს ხაზთან დგებიან ან, მცირე გამორბენს მაინც აკეთებენ, მაგრამ ესპანელი ვეტერანი სხვაგვარად ფიქრობდა. თერთმეტმეტრიანი ისე შეასრულა, რომ არათუ გამორბენი, არამედ ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგას. რაც მთავარია, გოლი გაიტანა და თანაც, საფეხბურთო თუ სპორტული გამოცემების ყურადღებაც მიიქცია.

0.122498