ფეხბურთი

17:30 | 23.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილის გოლი სხვა რაკურსით და 23 ათასი ქომაგის შეძახილი: "პაპუ, პაპუ, პაპუ!" (+VIDEO)

"სარაგოსას" ქართველი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი "ექსტრემადურასთან" (2:1) მატჩის გმირი გახდა, რადგან გამარჯვების გოლი გაიტანა და არაგონელებს ესოდენ ნანატრი სამი ქულა მოუტანა.

კლუბის ტვიტერის გვერდზე საინტერესო ვიდეო გავრცელდა - პაპუნაშვილის გოლი სხვა რაკურსით. კადრებში ჩანს, გოლის მომენტში "სარაგოსას" სათადარიგო სკამის და რაც მთავარია ფანების რეაქცია.

"ლა რომარედას" სტადიონზე შეხვედრას 23.349 გულშემატკივარი დაესწრო და ყველა ერთხმად სკანდირებდა: "პაპუ, პაპუ, პაპუ!"

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130888