ფეხბურთი

17:14 | 23.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

As: "პაპუმ თამაში ორი შეხებით მოიგო!"

გიორგი პაპუნაშვილი სამთვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ მოედანს ბრწყინვალედ, გამარჯვების და თანაც ლამაზი გოლით დაუბრუნდა. „სარაგოსასა“ და „ექსტრემადურას“ მატჩის მიმოხილვაში ავტორიტეტული გამოცემა As-ი წერს, რომ ქართველმა თამაში ორი შეხებით მოიგო.

„მატჩის დასრულებამდე 25 წუთით ადრე ყველაფერი გასარკვევი იყო, როდესაც მოედანზე პაპუ გამოჩნდა. სამი თვის შემდეგ, რადგან კოჭის ტრავმა ჰქონდა. ქართველი ის ფეხბურთელია, რომელიც ვიქტორ ფერნანდესთან უნდა გაიზარდოს. მან თამაში მოიგო ორი შეხებით და ულამაზესი დარტყმით, რომელიც მარცხენა ფეხით შეასრულა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, პაპუნაშვილი „ექსტრემადურასთან“ შეხვედრის 66-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე და ათ წუთში გამარჯვების გოლი გაიტანა. „სარაგოსასთვის“ ეს სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ლა ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

0.110317