ფეხბურთი

12:45 | 23.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

აზარი ბელგიის წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს

ბელგიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" შემტევი ედენ აზარი ბელგიელმა ჟურნალისტებმა 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. აზარს კონკურენციას მარათონელი კოენ ჰერტი და ზამთრის ოლიმპიური თამაშების მედალოსანი ბარტ სვინგსი უწევდნენ. აღნიშნული ინფორმაცია ბელგიის ნაკრების ტვიტერის გვერდმა გაავრცელა.

2018 წელს აზარმა ბელგიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აზარმა მუნდიალზე სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ედენმა ინგლისთან მოგებულ (2:0) მესამე ადგილისთვის მატჩში გამოიჩინა თავი. ასევე, აზარი გახდა მესამე ფეხბურთელი ტიბო კურტუას (2014) და კევინ დე ბრუინის (2015) შემდეგ, რომელმაც ბელგიის წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მოიპოვა.

თეგებიედენ აზარი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111611