ფეხბურთი

4:00 | 23.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ბატონობს

„იუვენტუსი“ ზამთრის ჩემპიონია. პირველი წრის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „ბებერი ქალბატონი“ მდევარ „ნაპოლის“ რვა ქულით უსწრებს და ასე თუ გააგრძელებს, არამარტო ზათრის ჩემპიონი იქნება...

„იუვენტუსმა“ მე-16 გამარჯვება (17 ტურში) საკუთარ კედლებში „რომასთან“ მოიპოვა. ტურინელთა უპირატესობა აშკარა იყო და რომაელებს გოლის გატანის შანსი 90 წუთის განმავლობაში არ მისცემიათ. სამაგიეროდ, „იუვეს“ ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ დიდებულად ირჯებოდა რობინ ოლსენი, რომელმაც საოცარი შეხვედრა ჩაატარა. თუმცა, 35-ე წუთზე მარიო მანჯუკიჩის თავურს ვერ გაუმკლავდა და ეს გამარჯვების მომტანი გოლი გამოდგა. „იუვენტუსს“ 17 ტურის შემდგე 49 ქულა აქვს... რა უნდა ვთქვათ, ფანტასტიკური შედეგია.

მიუხედავად იმისა, რომ „ბებერი ქალბატონი“ ქულების დაკარგვას არ აპირებს, „ნაპოლი“ მაინც ნებდება და თავის გასაკეთებლს აკეთებს - თამაშებს იგებს. კარლო ანჩელოტის გუნდმა ამჯერად მძიმედ, მაგრამ მაინც დაამარცხა „სპალი“. შეხვედრის ერთადერთი გოლი რაულ ალბიოლმა გაიტანა. ისე, ნეაპოლელები მატჩის ბოლოს ახალგაზრდა ალექს მერეტმა იხსნა, რომელმაც ორი რთული ბურთი მოიგერია და ნამატჩევს ანჩელოტისგან კომპლიმენტებიც დაიმსახურა.

მილანის „ინტერი“ კრიზისშია. ლუჩანო სპალეტი კი ბეწვის ხიდზე. „ნერაძურიმ“ მორიგი ქულები დაკარგა და ამჯერზე ვერონაში, მოუგებელ და ღრმა აუტსაიდერ „კიევოსთან“. ივან პერიშიჩის გოლით „ნერაძური“ მსაჯის კომპნსირებულ დრომდე იგებდა, მაგრამ ბოლოსკენ მხცოვანი სერჯო პელისიერი მცველებს დაუსხლტდა და სამირ ჰანდანოვიჩს მოხდენილად გადაავლო ბურთი თავზე. შედეგად, 1:1, რომელმაც „მფინავი ვირები“ გაახარა, ხოლო „ინტერი“ კრიტიკის ქარ-ცეცხლში ჩააგდო.

უკეთესი დროება არც „მილანს“ უდგას - ჯენარო გატუზოს გუნდმა ზედიზედ მესამე შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი და ახლა, საერთოდ დამარცხდა. „ფიორენტინამ“ ჯანლუიჯი დონარუმას კარში პირველად და უკანასკნელად 73-ე წუთზე დაარტყა და გოლი გაიტანა. ეს ფედერიკო კიეზამ გააკეთა და მატჩის გმირიც გახდა. „როსონერიმ“ კი თავისი შანსები ქარს გაატანა და ოთხეულიდანაც ამოვარდა.

მისი ადგილი რომის „ლაციომ“ დაიკავა, რომელმაც ხანგრძლივი პაუზის მერე, როგორც იქნა, მოიგო. სიმონე ინძაგის გუნდი „კალიარის“ უპრობლემოდ გაუმკლავდა და მეოთხე ადგილზე ამოჰყო თავი.

აქვე გეტყვით, რომ იტალიაში საშობაო პაუზა არ იქნება და პირველი წრის ორი ტური მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, 26 და 29 დეკემბერს ჩატარდება.

„იუვენტუსი“ – „რომა“ 1:0 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 40 000

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი (მერე ჯანი 71), მატუიდი; დიბალა (დუგლას კოშტა 80), მანჯუკიჩი, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„რომა“ (4-2-3-1): ოლსენი; სანტონი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; კრისტანტე, ნზონზი (ჯეკო 80); ჯენგიზ იუნდერი (პეროტი 71), ძანიოლო, ფლორენცი (კლუივერტი 46); შიკი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლი: 1:0 მანჯუკიჩი (35)

გაფრთხილება: ნზონზი (40), შიკი (81), ძანიოლო (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 4 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 13:2 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: დავიდე მასა

„ლაციო“ – „კალიარი“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 მილინკოვიჩ-სავიჩი (12), 2:0 აჩერბი (23), 3:0 ლულიჩი (67), 3:1 ჟოაო პედრო (90, პენ)

„მილანი“ – „ფიორენტინა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კიეზა (73)

„ემპოლი“ – „სამპდორია“ 2:4 (1:1)

გოლები: 1:0 პასკუალი (11, პენ), 1:1 რამირესი (41), 1:2 კვალიარელა (69), 2:2 კაპუტო (76), 2:3 კაპრარი (87), 2:4 კაპრარი (90)

„ჯენოა“ – „ატალანტა“ 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ტოლოი (45, ა.გ), 1:1 ძაპატა (55, პენ), 2:1 ლაზოვიჩი (67), 3:1 პიონტეკი (88)

„ნაპოლი“ – „სპალი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ალბიოლი (45)

„სასუოლო“ – „ტორინო“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ბელოტი (55), 1:1 ბრინიოლა (90)

„უდინეზე“ – „ფროზინონე“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 მანდრაგორა (32), 1:1 ჩიანო (61, პენ)

„კიევო“ – „ინტერი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 პერიშიჩი (39), 1:1 პელისიერი (90)

„პარმა“ – „ბოლონია“ 0:0 (0:0)

თეგებისერია A
Loading...
სტატისტიკა
0.26998