ფეხბურთი

23:40 | 21.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდიას გამომუშავებული პენალტი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მეოცე ტურში ლუკა ზარანდიას „არკამ“ გიორგი მერებაშვილის „ვისლას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს - 3:3.

თუმცა, ქართული დაპირისპირება არ შედგა. ზარანდია 90 წუთი იყო მოედანზე, ხოლო მერებაშვილს დისკვალიფიკაციის გამო წლის ბოლო შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

რაც შეეხება ლუკას - თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა. 62-ე წუთზე ქართველი საჯარიმოში წააქციეს და პენალტი დაინიშნა, რომელიც მიხალ იანოტამ გოლად აქცია.

20 მატჩის შემდეგ „არკას“ 25 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა, ხოლო „ვისლა“ 20 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება. პოლონეთში ზამთრის პაუზა დაიწყო და ჩემპიონატი 10 თებერვალს განახლდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109996