სხვა

22:39 | 21.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დაასახელა

ლაშა ტალახაძე სპორტულმა საზოგადოებამ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა, ქალთა შორის კი საუკეთესოდ ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი აღიარეს!

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე დელეგატებმა წლის საუკეთესო სპორტსმენი კენჭისყრის შედეგად გამოავლინეს.
ნომინაციაზე, სადაც წარდგენილნი იყვნენ გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), გურამ თუშიშვილი (ძიუდო), ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი) და ლაშა ტალახაძე, ოლიმპიური კომიტეტის დელეგატების ხმათა უმრავლესობით მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ გაიმარჯვა.
ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოვლენილ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენს ამ ნომინაციისთვის საგანგებოდ დამზადებული პრიზი „ოლიმპიური ალი“ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გადასცა.
- წელს პირველად მოხდა, რომ წლის სპორტსმენის გამოსავლენად ხმა სპორტულმა საზოგადოებამ მისცა და ძალიან მიხარია რომ გამარჯვება მე მოვიპოვე. სპორტული საზოგადოების აღიარება ჩემთვის უფრო მეტად ფასეული და ღირებულია. მადლობა ყველას აღიარებისთვის და ვეცდები სამომავლოდაც არაერთხელ გაგახაროთ ჩემი წარმატებით. - განაცხადა ლაშა ტალახაძემ
ანასტასია გოტფრიდის პრიზი კი ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ ჩაიბარა.
დღევანდელ ღონისძიებაზე ოლიმპიურ ჩემპიონებს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებიც გადაეცათ. ჯილდო საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს კახი კახიაშვილს, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვერთნელს გიორგი ასანიძეს და ოლიმპიურ ჩემპიონს რაფაელ ჩიმიშკიანს გადაეცათ.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნნული ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.171369