ფეხბურთი

19:13 | 21.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"შენი მხარდაჭერა ჩემთვის შთაგონებაა" - სალაჰის სიურპრიზი "ლივერპულის" ქომაგს (+VIDEO)

ინგლისური „ლივერპულის“ ქომაგის მაიკ კერნის ვიდეომ ათიოდ დღის წინ ინტერნეტი დაიპყრო. როგორ აღნიშნავდა „ნაპოლის“ კარში გატანილ გოლს ახლომხედველი ქომაგი „ენფილდ როუდზე“ - ამ ვიდეომ პოპულარობა მალევე მოიპოვა.

კერნის ყურადღების გარეშე არც მოჰამედ სალაჰს დაუტოვებია, რომელმაც ქომაგთან შეხვედრა თავად მოითხოვა. შედეგად, კირნი „წითლების“ საწვრთნელ ბაზას ესტუმრა და ეგვიპტელისგან სამახსოვროდ მაისური მიიღო.

მაიკმა ფოტოები გადაიღო და ავტოგრაფებიც უსახსოვრეს, კლოპმა, ვან დეიკმა, სალაჰმა, მანემ და სხვებმა. მოკლედ, მაიკ კერნის ცხოვრებაში დაუვიწყარი დღე გამოდგა.

„შენი მხარდაჭერა ჩემთვის შთაგონებაა“, - ციტირებს სალაჰის სიტყვებს „ლივერპულის“ ტვიტერის გვერდი.

0.103554