ჭადრაკი

17:30 | 20.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

გვეტაძის გამარჯვებით დასრულდა

საერთაშორისო დიდოსტატ სოფიო გვეტაძის (2323) გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის პირველი ლიგა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ჩემპიონმა 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე-მესამე ადგილებზე გასულ ალექსანდრა ვახანიასა (2170) და მირანდა მიქაძეს (2273).
6.0-6.0 ქულა მიითვალეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 4. მაკა ფურცელაძე (2304), 5. თამარ ესაძე (2010), 6. ნია დონღვანი (1720).
სატურნირო დებულების თანახმად, უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლება პირველ ხუთ ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102196