ფეხბურთი

9:46 | 20.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

წუხელ, ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალურ მატჩში, ჩრდილოლონდონურ დერბიში, „ტოტენჰემმა“ „არსენალს“ 2:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ერთ ეპიზოდში, „არსენალის“ ქომაგმა მეტოქე დელე ალის წყლის პლასტმასის ბოთლი ესროლა და თავში გაარტყა. საბედნიეროდ, ფეხბურთელს სერიოზული დაზიანება არ მიუღია, შემდეგ კი თქვა: ერთი სულელი გულშემატკივრის გულისთვის ნერვიულობა არ ღირს, „არსენალის“ ქომაგებს ყოველთვის პატივს ვცემდი და ასე იქნება მომავალშიცო.

ნახევარფინალში „ტოტენჰემი“ „ჩელსის“ შეხვდება, „მანჩესტერ სიტი“ - ჩემპიონშიფელ „ბარტონ ალბიონს.“ პირველი მატჩები 8-9, საპასუხო კი 22-23 იანვარს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114072