ფეხბურთი

2:19 | 19.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ალ აინმა" "რივერ პლეიტი" დაამარცხა და ფინალში გავიდა (+VIDEO)

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ერთი ფინალისტი ცნობილია - „ალ აინი“. ზორან მამიჩის გუნდმა ნახევარფინალში მცირე სენსაცია მოახდინა და ლიბერტადორესის თასის გამარჯვებული „რივერ პლეიტი“ დაამარცხა.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა. მარკუს ბერგის სწრაფ გოლს სწრაფადვე დუბლით უპასუხა რაფაელ ბორემ, თუმცა, მეორე ტაიმის სტარტზე ბრაზილიელმა კაიომ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა.

საფებურთო ლატარეაში არაბეთის გაერთიანებული საამიროების გუნდმა ხუთივე დარტყმა გამოიყენა, ხოლო „რივერის“ მხრიდან ბოლო დარტყმა ენცო პერესმა გააცუდა. შედეგად, „ალ აინმა“ ფინალს უწია და მეტოქეს ელოდება.

მეორე ნახევარფინალი 19 დეკემბერს, მადრიდის „რეალსა“ და იაპონურ „კაშიმა ანტლერსს“ შორის გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131274