კალათბურთი

20:47 | 18.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში ჰარდენი და იანგი აღიარეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში "ჰიუსტონის" ლიდერი ჯეიმს ჰარდენი და აღმოსავლეთში "ინდიანას" მძიმე ფორვარდი ტადეუშ იანგი აღიარეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გასულ კვირას ჰარდენმა ორი სამმაგი დუბლი შეასრულა. საშუალოდ კი მატჩში 37 ქულას, 8.3 პასს და 7.7 მოხსნას აგროვებდა. იანგი ერთ შეხვედრაში საშუალოდ 18.8 ქულას და 9.8 მოხსნას აკეთებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111477