კალათბურთი

17:37 | 17.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანდრონიკაშვილის გუნდის მარცხი ესპანეთში

ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-A ჯგუფში რატი ანდრონიკაშვილის “მირაფლორესი” “არდოის” ესტუმრა და 82:96 დამარცხდა.

17 წლის ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 14 წუთში 2 ქულა, 1 მოხსნა მიითვალა. რატიმ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და მოედანი 5 პერსონალური ფოლის გამო დატოვა.
“მირაფლორესს” 6 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 22 დეკემბერს “ეასოს” წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122095