ფეხბურთი

11:50 | 17.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილმა "კრასნოდარი" დატოვა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი თავისუფალი აგენტია. ქართველ ფეხბურთელსა და „კრასნოდარს“ შორის კონტრაქტი ოფიციალურად შეწყდა. ამის შესახებ რუსული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

„თორნიკე ოქრიაშვილთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა. კლუბი მადლობას უხდის თორნიკეს გაწეული სამუშაოსთვის და მომავალ სპორტულ კარიერაში წარმატებას უსურვებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოქრიაშვილი „კრასნოდარს“ 2016 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით, „მარსელში“ ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ შეუერთდა. 2 წლის განმავლობაში ქართველმა ორი უმძიმესი ტრავმა გადაიტანა, რის გამოც მოედანზე მხოლოდ 20 მატჩში მოახერხა გასვლა და 3 გოლი გაიტანა (მათ შორის, ორი გამარჯვების მომტანი „მაკრატელა“, „ზენიტთან“ და „სევილიასთან“).

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი. დიდი ალბათობით, ფეხბურთელის ხშირი ტრავმიანობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116818