სხვა

21:58 | 16.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

აღმოსავლეთში პეგასია  

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე ხელბურთში იანვრამდე შესვენებაა. კვირას თბილისში გაიმართა პირველი წრის ბოლო ტური აღმოსავლეთის ლიგაში. შვიდიდან 14 ქულით ლიდერობს თბილისის პეგასი.

პეგასმა დღეს ორი მატჩი მოიგო - რუსთავთან 39-13 და გორთან, 23-13. კლუბი ჭაბუკებში საქართველოს უცვლელი ჩემპიონი იყო, მაგრამ შარშან ტიტული დაკარგა, თანაც მეხუთე ადგილზე გავიდა. ტიტე კალანდაძისა და გიორგი სახვაძის გუნდი წლეულს უთუოდ ჩემპიონობის დასაბრუნებლად იბრძოლებს.

აღმოსავლეთში მეორე ადგილზეა ყვარელი, მესამეზე - რუსთავი. დასავლეთში 11-11 ქულით ლიდერობენ შარშანდელი ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, სამტრედია და აჭარა. მეორე წრე დაიწყება 19-20 იანვარს. პირველ ეტაპზე გამოვლინდება აღმოსავლეთისა და დასვლეთის ჩემპიონები, 5-5 საუკეთესო გუნდი კი გავა მეორე რაუნდში. საბოლოოდ, საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება მაისში, ფინალური ოთხეულის ტურნირის შემდეგ.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.

ჭაბუკები, 17 წლამდე

აღმოსავლეთი. 16 დეკემბერი, არენა 2

ქარიშხალა - ქარელი 34-25

პეგასი - რუსთავი 39-13

ყვარელი - გორი 22-9

თელავი - ლაგოდეხი 0-10

გორი - პეგასი 13-23

----------------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ

პეგასი---------7---7---0---0--179-63---14

ყვარელი------7---6---0---1--155-72--12

რუსთავი-----7---5---0---2--175-176--10

ქარიშხალა----7---4---0---3--151-147--8

გორი-----------7---3---0---4--116-137--6

ქარელი--------7---2---0---5--126-156--4

ლაგოდეხი----7---1---0---6---65-137--2

თელავი-------7---0---0---7---93-172--0

განახლდება 20 იანვარს

დასავლეთი

------------------თ---მ---ფ---წ------ბ----ქ

სამტრედია----6---5---1---0--187-125--11

აჭარა-----------6---5---1---0--172-131--11

ბსბ ბათუმი----6---4---0---2--137-125---8

ფოთი-----------6---3---0---3--115-114---6

ქუთაისი-------6---1---1---4--122-108---3

ხელვაჩაური--6---1---1---4--132-142---3

წყალტუბო----6---0---0---6---60-180----0

განახლდება 19 იანვარს

5-5 საუკეთესო გადის მეორე ეტაპზე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171345