კალათბურთი

13:15 | 16.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

სანდრო მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლმა” აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა, ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

“სეთონ ჰოლმა” “რუტგერსს” 72:66 სძლია, მამუკელაშვილი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32 წუთში 15 ქულა, 9 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 4-დან 3 სამქულიანი და 10-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
მამუკელაშვილის გუნდს მომდევნო შეხვედრა 19 დეკემბერს “საკრედ ჰარტთან” ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110986