ფეხბურთი

12:29 | 16.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბერიძის მეოთხე გოლი უნგრეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში "უიპეშტი" "ჰონვედს" ესტუმრა და ფრე 2:2 ითამაშა. სტუმართა გუნდიდან კი 46-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება (1:1) შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ბერიძემ შეძლო.

ქართველმა ლეგიონერმა მიმდინარე სეზონში თავი ოთხ-ოთხი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ბერიძე "გენკის" ფეხბურთელია და "უიპეშტში" იჯარის წესით თამაშობს.

ქართველის გუნდი უნგრეთის ჩემპიონატში 28 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას "უიპეშტი" "დებრეცენთან" ჩაატარებს, რომელიც ევროზონაში იმყოფება და გიორგის გუნდს ორი ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110207