ძიუდო

11:25 | 16.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანი და თუშიშვილი მასტერსის ფინალში იჭიდავებენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) მსოფლიოს მასტერსის ფინალში გავიდნენ. ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში მიმდინარე პრესტიჟულ ტურნირზე დღეს საპრიზო სამეულები მამაკაცებში ბოლო ოთხ წონით კატეგორიაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში უნდა შეივსოს.

საქართველოს სახელით დღეს ტატამზე სულ სამი ძიუდოისტი გავიდა და ფინალურ ბლოკში მოხვედრა მხოლოდ ბექა ღვინიაშვილმა ვერ შეძლო, რომელიც საწყის შეხვედრაშივე დამარცხდა ჰოლანდიელ ნოელ ვან ტენდთან.

ლიპარტელიანი ფინალში მონღოლ ოტგონბაატარ ლხაგვასურენს დაუპირისპირდება. თუშიშვილის მეტოქე კი გადამწყვეტ ბრძოლაში ბრაზილიელი რაფაელ სილვა იქნება. ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

0.144752