ფეხბურთი

18:15 | 16.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემმა" შესაძლოა პერეირა იჯარის წესით დაიმატოს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატმა და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ანდრეას პერეირამ შესაძლოა მიმდინარე სეზონის ნახევარი იჯარის წესით "ვესტ ჰემში" გაატაროს. როგორც The Mirror-ი იუწყება, ლონდონური კლუბი შეეცდება იანვარში "წითელ ეშმაკებთან" მოლაპარაკება აწარმოოს.

ჯერჯერობით უცნობია მანჩესტერული კლუბის პოზიცია. პერეირას გუნდში თამაში ხშირად არ უწევს - მიმდინარე სეზონში ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე საშუალოდ 43 წუთს ატარებს.

გასულ სეზონში ანდრეასი "ვალენსიაში" იყო განათხოვრებული, სადაც 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ბრაზილიის ნაკრებში პერეირას დებიუტი მიმდინარე წლის სექტემბერში ჰქონდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111652