კალათბურთი

3:17 | 16.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი "ბასკონიასთვის" საკმარისი არ გამოდგა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურში მარცხი განიცადა „სასკი ბასკონიამ“, რომელიც „ტენერიფესთან“ სტუმრად ვერაფერს გახდა. ვიტორიელებმა პირველი ტაიმი საშინლად ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე 21-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ.

მართალია, მეორე ტაიმში „ბასკონიამ“ თამაში გამოასწორა, მაგრამ საბოლოოდ 63:70 მაინც წააგო.

„ბასკონიას“ რიგებში საუკეთესო თორნიკე შენგელია გახლდათ, რომელმაც პარკეტზე 32:24 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში ორმაგი დუბლი გაიფორმა. „თოკომოტივის“ აქტივში 18 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრაა. თორნიკემ 10-დან 7 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამი სამქულიანი არაზუსტად ისროლა. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 22-ს გაუტოლდა და „ბასკონიას“ რიგებში ცალსახად საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

შენგელიას შემდეგ ვიტორიელთა რიგებში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული წევრი, მეტ ჯენინგი გამოირჩა. ამერიკელმა 32:35 წუთში 14 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ჯენინგმა 8-დან 3 სამქულიანი, 2-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტმა 12 შეადგინა. "ტენერიფეს" რიგებში არ უთამაშია საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრ ტად მაკფადენს, რომელსაც ტრავმის გამო გაუცდა შეხვედრა.

„ბასკონიას“ 12 თამაშში 9 გამარჯვების წილ 3 მარცხი აქვს და მესამე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი 23 დეკემბერს, სტუმრად „უნიკახასთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111612