ფეხბურთი

13:16 | 15.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტ ჯორჯია" - "სამტრედიას" მატჩზე მოედანზე გულშემატკივრები შეიჭრნენ (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ლიგის პლეი-აუტის საპასუხო შეხვედრა "ვიტ ჯორჯიასა" და "სამტრედიას" შორის მიმდინარეობს. მატჩის მე-7 წუთზე იმერელთა კაპიტანი შოთა კერძევაძე უხეში თამაშისთვის მსაჯმა მოედნიდან გააძევა, რამაც მოვლენების დაძაბვა განაპირობა.

სტადიონზე გულშემატკივრები შევიდნენ. თუმცა, ვითარება მალევე დამშვიდდა და შეხვედრა ჩვეულ რეჟიმში განახლდა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდთა პირველი მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

0.112857