ფეხბურთი

16:43 | 14.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილი და მუჯირი დოჰაში ფიფას სამიტს დაესწრნენ

ფიფას ორგანიზებით ყატარის დედაქალაქში აღმასრულებელი ფეხბურთის სამიტი გაიმართა. დოჰაში ფიფას წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და სხვადასხვა კონტინენტის როგორც სანაკრებო, აგრეთვე საკლუბო ტურნირების შესახებ იმსჯელეს.

საქართველოს სამიტზე ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი წარმოადგენდნენ.

საუბრის ერთერთი მთავარი თემა ერთა ლიგის გათამაშება იყო,რომელიც საფეხბურთო სამყაროს უახლესი პროექტია, აგრეთვე ფიფას საკლუბო ჩემპიონატის მომავალი და 2022 წელს ყატარში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი.

სამიტს ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გაუძღვა. საფეხბურთო სამყაროს წარმოამდგენლებმა ქალთა ფეხბურთში არსებულ გამოწვევებზე და ვიდეო რეფერის (VAR) პერსპექტივაზეც იმსჯელეს. ანალოგიური შეხვედრა დოჰაში, 2017 წლის თებერვალშიც შედგა.

აღმასრულებელი ფეხბურთის სამიტის ფარგლებში 2019 წელს კიდევ ორი შეხვედრაა დაგეგმილი. 15-17 იანვარს სამიტს მარაქეში უმასპინძლებს, 21-23 იანვარს კი რომი.

www.gff.ge

0.118577