თამაშგარე

11:23 | 14.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარგო ოვანი “იუვენტუსს“ არ ღალატობს

ისეთ პოპულარულ ევროპულ კლუბს, როგორიც ტურინის “იუვენტუსია“, ცნობილი ქომაგი ლამაზმანები ალბათ არასოდეს დაელევა. თუმცა, ტურინელთა მრავალრიცხოვან მოტრფიალეთა შორის მაინც არიან გამორჩეულნი, რომელთა ხილვა გუნდის ქომაგებს მართლაც რომ ერთ რამედ უღირთ.

წარმოშობით პიემონტელი ლამაზმანი მარგო ოვანი უვე ათ წელზე მეტია, რაც მაღალი მოდის წარმომადგენელ ბანოვანად ითვლება და ცხოვრების ყველა ეტაპზე მას არასოდეს უთქვამს უარი თავის ოდიდგანდელ სიყვარულზე, რომელსაც სახელად “იუვენტუსი“ ეწოდება და რომლის საშინაო მატჩებსაც ფაქტობრივად არ ტოვებს.

მარგო ოვანის არასოდეს უთქვამს, რომ ის “ბებერი ქალბატონის“ თილისმაა, გუნდის სახეა და მისთანანი. იგი მუდამ ამბობს, რომ ამ კლუბის რიგითი ქომაგის სტატუსითაც ერთობ კმაყოფილია და არ აპირებს მუდმივად იმის მტკიცებას, თუ რატომ უყვარს გუნდი, რომელზეც ბავშვობიდანაა გულშევარდინილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131491