ფეხბურთი

17:30 | 13.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია იანვარში "ლუცერნს" დატოვებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია დიდი ალბათობით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „ლუცერნს“ დატოვებს. ამის შესახება გამოცემა 4-4-4.com-ი იტყობინება.

საქმე ისაა, რომ გვილია მთავარი მწვრთნელის რენე ვეილერის სათამაშო გეგმებში ვერ ჯდება. ეს, მიმდინარე სეზონშიც დამტკიცდა, რადგან ვაკო, რომელიც გასული სეზონის მეორე ნახევარში, როდესაც „ლუცერნს“ „იანგ ბოიზის“ დღევანდელი თავკაცი გერარდო სეოანე წვრთნიდა, გუნდის ლიდერი იყო, ხოლო ვეილერმა ის თადარიგში და ხშირად ტრიბუნაზეც კი გადაიყვანა.

„ფუნდამენტურია, რომ მე დინამიური ფეხბურთის მომხრე ვარ. გვილიას კი განსხვავებული სათამაშო სტილი აქვს. ურჩევნია ბურთთან ხშირი კონტაქტი და მასთან განშორება უჭირს. მე კი, მომწონს ფეხბურთელები, რომლებიც შეტევაში მოქმედებენ, როგორც ბურთით, ისე უბურთოდ“, - ამბობს ვეილერი.

გამოცემა წერს, რომ გვილიამ გასულ სეზონში სეოანესთან ერთად „ლუცერნის“ მესამე ადგილში დიდი როლი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, ქართველის შვეიცარიული თავგადასავალი დიდი ალბათობით, 2019 წლის იანვარში დასრულდება.

აქვე გეტყვით, რომ გვილიამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა და ძირითადად შეცვლებზე უწევდა თამაში.

Loading...
0.11274