ფეხბურთი

14:57 | 13.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი”: კონტე, სიმეონე თუ მოურინიუ?

მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობა ერთობ შეშფოთებულა გუნდის ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ვერგასვლით და მწვრთნელის შეცვლაზეც დაფიქრებულან. - გვამცნობს Football Italia.

დარჩება თუ არა ლუჩანო სპალეტი თანამდებობაზე უკვე საეჭვოა. ერთი კია, სეზონის ბოლომდე, ალბათ ის მაინც იმუშავებს, მერე კი წყარო სამ სავარაუდო კანდიდატს ასახელებს: „იუვენტუსისა“ და „ჩელსის“ ყოფილ დამრიგებელ ანტონიო კონტეს, „ატლეტიოკოს“ თავკაც დიეგო სიმეონესა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოძღვარ ჟოზე მოურინიუს.

Tuttosport კი ამტკიცებს, რომ ამ სამიდან ყველაზე რეალური კანდიდატი კონტეაო, რომელსაც კლუბის უფროსობასთან კარგი ურთიერთობა ჰქონია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114641