ფეხბურთი

16:00 | 12.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ ორი ფეხბურთელი ტრავმირებულია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში „ლივერპულმა“ შინ „ნაპოლი" 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

ამ შეხვედრაში „ლივერპულის“ ორმა მცველმა ტრავმა მიიღო. ჟოელ მატიპს მხრის ტრავმა აწუხებს, ხოლო ალექსანდრ-არნოლს ფეხის ტრავმა. დიდი ალბათობით, დაზიანება სერიოზული არ არის, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

ჯეიმს მილნერს კუნთი გაეჭიმა, რის გამოც შესაცვლელი გახდა.

Loading...
სტატისტიკა
0.228656