ფეხბურთი

14:45 | 12.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელთა კალენდარი ცნობილია

საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩს გაისად, 5 სექტემბერს, შინ ლიხტენშტაინთან ჩაატარებს, შემდეგ კი, 4 საგარეო შეხვედრა ელის. სამაგიეროდ, 2020-ში ქართველი ფეხბურთელები ხუთიდან ოთხ მატჩს შინ ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპირველობის საკვალიფიკაციო ციკლში საფრანგეთთან, სლოვაკეთთან, შვეიცარიასთან, აზერბაიჯანთანა და ლიხტენშტაინთან ერთად მოხვდა. ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფების გამარჯვებულები ითამაშებენ, ამ 9 ნაკრებს კი ორ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის პლეი-ოფში გამარჯვებული დაემატება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1115