ფეხბურთი

6:10 | 12.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ტურის ინტრიგა - "შახტარი" თუ "ლიონი"?

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება დასრულდება. 15 მერვედფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია და შესაბამისად, გასარკვევია მხოლოდ ერთი. „შახტარი“ ან „ლიონი“ - ისინი ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას.

კიევში დაგეგილი მატჩის მნიშვნელობა ძალიან დიდია. მიუხედავად იმისა, რომ „ლიონი“ აქამდე წაუგებლად მოვიდა და სტუმრად „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა, ჯერ კიდევ საფრთხის წინაშეა. დონბასელებმა კი, წინა ტურში „ჰოფენჰაიმთან“ ბოლო წუთზე მოიგეს და შანსი დაიტოვეს. დღეს უკრაინის ჩემპიონს მხოლდო მოგება გაიყვანს ჯგუფიდან, ხოლო „ლიონი“ ფრის შემთხვევაშიც იქცევა მერვედფინალისტად.

სხვა მხრივ, დარჩენილ 7 მატჩში ინტრიგა არ არსებობს. საქმე ისე წავიდა, რომ ევროპა ლიგის საგზურის მფლობელებიც ცნობილია.

E ჯგუფში მხოლოდ პირველი ადგილის ბედია გასარკვევი. „აიაქსი“ „ბაიერნს“ შინ თუ დაამარცხებს, ჰოლანდიური გუნდი გავა პლეი-ოფში პირველი ადგილით, თუ არადა, „რეკორდმაისტერი“. H ჯგუფში „იუვენტუსი“ „მანჩესტერს“ 2 ქულით უსწრებს, მაგრამ ინგლისური გუნდი თუ ესპანეთში „ვალენსიას“ დაამარცხებს, ხოლო „იუვე“ შვეიცარიაში ქულებს დაკარგავს, ჟოზე მოურინიოს გუნდი იპირველებს.

აი, G ჯგუფში ესეც გარკვეულია. „რეალი“ პირველია, „რომა“ მეორე და ბოლო ტურის დასრულებიც შემდეგაც ანალოგიური ვითარება იქნება.

E ჯგუფი

„აიაქსი“ – „ბაიერნი“

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; მაზრაუი, დე ლიგტი, ბლინდი, ტალიაფიკო; შონე, დე იონგი, ზიეჩი; ნერეში, დოლბერგი, ტადიჩი

„ბაიერნი“ (4-5-1): ნოიერი; რაფინია, ზულე, ბოატენგი, ალაბა; კიმიხი, გორეცკა, გნაბრი, მიულერი, რიბერი; ლევანდოვსკი

„ბენფიკა“ - აეკ

„ბენფიკა“ (4-3-3): ვლაჩოდიმოსი; ანდრე ალმეიდა, რუბენ დიაში, ჟარდელი, გრიმალდო; ფეისა, პიცი, გედსონი; რაფა, ჟივკოვიჩი, ჟონასი

აეკ (4-2-3-1): ბარკასი; ბაკაკისი, ჩიგრინსკი, ოიკონომუ, ჰულტი; კოშიჩი, იალანოპულოსი; გალო, კლონარიდისი, მანტალოსი; პონსე

F ჯგუფი

„მანჩესტერ სიტი“ – „ჰოფენჰაიმი“

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, კომპანი, დელფი; მაჰრეზი, ფერნანდინიო, ფოდენი; სანე, გაბრიელ ჟესუსი, სტერლინგი

„ჰოფენჰაიმი“ (3-5-2): ბაუმანი; ბიჩაკჩიჩი, ვოგტი, ჰუბნერი; კადერაბეკი, გრილიტში, შულცი, ზუბერი, კრამარიჩი; ჟოლინტონი, ბელფოდილი

„შახტარი“ – „ლიონი“

„შახტარი“ (4-2-3-1): პიატოვი; ბუტკო, კრივცოვი, მატვიენკო, ისმაილი; მაიკონი, სტეპანენკო; მარლოსი, კოვალენკო, ტაისონი; ჟუნიორ მორაეში

„ლიონი“ (3-4-1-2): ლოპეში; დენაიერი, მარსელო, მარსალი; ტეტე, აუარი, ნდომბელე, მენდი; ფეკირი; ტრაორე, დეპაი

G ჯგუფი

”რეალი“ - ცსკა

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო; ლორენტე, მოდრიჩი, სებალიოსი; ვასკესი, ბენზემა, ბეილი

ცსკა (5-4-1): აკინფეევი; ფერნანდესი, ნაბაბკინი, ბეკაო, მაგნუსონი, შენიკოვი; ვლაშიჩი, ბისტროვიჩი, სიგურდსონი, ობლიაკოვი; ჩალოვი

„პლზენი“ – „რომა“

„პლზენი“ (4-2-3-1): ჰრუშკა; ჰაველი, ჰეიდა, ჰუბნიკი, ლიმბერსკი; პროჩაჟკა, ჰროსოვსკი; პეტრჟელა, ჩერმაკი, კოპიჩი; ჩორი

„რომა“ (4-2-3-1): მირანტე; სანტონი, მარკანო, ჟუან ჟესუსი, ლუკა პელეგრინი; კრისტანტე, ძანიოლო; კლუივერტი, პასტორე, პეროტი; შიკი

H ჯგუფი

„იანგ ბოიზი“ – „იუვენტუსი“

„იანგ ბოიზი“ (4-4-2): ვონ ბალმუსი; მბაბუ, ლაუპერი, კამარა, ბენიტო; ფასნახტი, ებიშერი, ბერტონე, ნგამალე; ასალე, ოარო

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, რუგანი, კანსელუ; ბენტანკური, პიანიჩი, ემრე ჯანი; დიბალა, მანჯუკიჩი, რონალდუ

„ვალენსია“ – „მანჩესტერ იუნატედი“

„ვალენსია“ (4-4-2): ნეტო; პიჩინი, გარაი, დიახაბი, ლატო; სოლერი, პარეხო, კონდოგბია, ჩერიშევი; მინა, როდრიგო

„მანჩესტერ იუნაიტედი“ (4-3-3): დე ხეა; დალო, როხო, ჯონსი, იანგი; ფელაინი, მატიჩი, ფრედი; ლინგარდი, ლუკაკუ, რაშფორდი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121234