ჭიდაობა

22:45 | 11.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ყველა უძლიერესი იჭიდავებს

23-წლამდელთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატს 23-26 დეკემბერს დიღომში “ნიუთბილისში” (ამერიკის საელჩოს მიმდებარედ) მდებარე ფრენბურთის არენა უმასპინძლებს.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ტურნირში მონაწილეობას ყველა უძლიერესი ფალავანი მიიღებს, მათ შორის, ამ ასაკში მსოფლიოს ცინცხალი ჩემპიონები ნიკა კენჭაძე და გივი მაჭარაშვილი.
ჩემპიონატის განრიგი ასე გამოიყურება:
24-25 დეკემბერი - 57, 65, 70, 79 და 97 კგ.
25-26 დეკემბერი - 61, 74, 86, 92 და 125 კგ.

0.1192