ჭადრაკი

23:43 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩეპარინოვმა რაპიდში ვერ იყოჩაღა

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრი ივან ჩეპარინოვი ბლიცში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა, რაპიდში კი ცუდი შედეგი აჩვენა.

ჩეპარინოვს მე-6 განთესვა გააჩნდა, მაგრამ 13 ტურში მხოლოდ 8.0 ქულა მოაგროვა და ორმოცდამეთხუთმეტე-ოთხმოცდამეჩვიდმეტე ადგილები გაიყო, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-60 იყო.
ივანმა 7 პარტია მოიგო, 2 ფრე დაასრულა, ოთხში კი მარცხი განიცადა. რაპიდში ჩემპიონი რუსი ვალერი პოპოვი გახდა, რომელმაც 7.5 ქულა მოაგროვა და თანამემამულე ანდრეი ოსიპენკოსა და თურქ ვაჰაპ სანალს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127011