ფეხბურთი

3:04 | 9.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესის მორიგი რეკორდი

ლიდერმა „ბარსელონამ,“ თანაქალქელ „ესპანიოლს“ თავისუფლად მოუგო 0:4 და უშუალო მდევარ „სევილიას“ უკვე სამი ქულთ გაუსწრო, რადგან ანდალუსიელებმა ვალენსიაში ბოლო წამებზე დაკარგეს ქულები.

ეს სევილიელებმა საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, რადგან პირველ ტაიმში რამდენიმე კაგი მომენტი ქარს გაატანეს.

მეორე ნახევრის დასაწყისში სტუმრები მაინც დაწიაურდნენ პაბლო სარაბიას გოლით. მერე, ევერ ბანეგამ და ანდრე სილვამ მეტოქის ძელებსაც მოუსინჯეს სიმაგრე, მაგრამ გოლი კი ვერ გაიტანეს.

სამაგიეროდ, მესამე დამატებულ წუთზე, შეცვლაზე შესულმა მასპინძელმა მუკტარ დიაკაბიმ გაათანაბრა და სევილიელებს ძვირფასი ქულები დააკარგვინა.

„ბარსელონამ“ ბარსელონურ დერბიში კლასის ხარჯზე მოიგო. ცხდია, ისევ განუმეორებელი იყო ლეო მესი. მე-17 წუთზე, მან სტუმართა პირველივე სახიფათო იერიში გოლად აქცია. ჯარიმა „ცხრიანში“ „ჩაუჭედა“ დიეგო ლოპესს. ამას, მალევე, უსმან დემბელემ მეორეც მიაყოლა, გამოჯანმრთელებულმა ლუის სუარესმა კი „გასახდელის“ გოლი გაუტანა თანაქალაქელებს.

მესიმ მეორე ტაიმშიც გაამწარა მასპინძლები. ჰეთ თრიქის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა.

„ესპანიოლმა“ ერთი ხანი გაიფართხალა, მაგრამ თამაშგარეს მიზეზით, ოსკარ დუარტესთვის არჩათვლილი გოლის შემდეგ, საერთოდ მოეშვა.

სხვათა შორის, ეს მესის მე-10-11 გოლები გახლდათ წლევანდელ პრიმერაში და ისინი სარეკორდო გამოდგა. არგენტინელი ვარსკვლავი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც პრიმერას ზედიზედ მე-13 სეზონში, 10 და მეტი გოლის გატანა შეძლო.

ესპანეთი

პრიმერა. 15 ტური. 8 დეკემბერი

ატლეტიკო - ალავესი 3:0

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“ 55 810

1:0 კალინიჩი (25), 2:0 გრიზმანი (82), 3:0 როდრი (87)

ატლეტიკო: ობლაკი, საული, ერნანდესი (ხიმენესი 36), სავიჩი, არიასი, ლემარი (მონტერო 64), ტომასი, როდრი, კორეა, გრიზმანი, კალინიჩი (ვიტოლო 56)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ალავესი: პაჩეკო, დუარტე, ნავარო, ლაგუარდია, აგირეგაბირია (სორბინო 81), გარსია, ვაკასო (ბასტონი 46), პინა, ხონი, გომესი (ბურგუი 72), ხონატანი

მწვრთნელი: აბელარდო

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

გაფრთხილება: კალინიჩი (5), კორეა (22), არიასი (58), ტომასი (79), მონტერო (90+1); ხონატანი (15), პინა (16), ნავარო (37), ლაგუარდია (90+3)

ვალენსია - სევილია 1:1

ვალენსია. „მესტალია.“ 40 057

0:1 სარაბია (55), 1:1 დიაკაბი (90+3)

ვალენსია: ნეტო, გარაი, პაულისტა (დიაკაბი 63), გაია, ვასი, პარეხო, კოკელინი, გედეში (ჩერიშევი 61), სოლერი, როდრიგო, მინა (ბაჩუაი 69)

მწვრთნელი: მარსელონო

სევილია: ვაცლიკი, გომესი, კიაერი, მერკადო, ესკუდერო, ბანეგა, ვასკესი (ამადუ 77), სარაბია, ბენ-იედერი (მურიელი 85), პრომესი, ანდრე სილვა

მწვრთნელი: პაბლო მაჩინი

მსაჯი: ხავიერ ესტრადა

გაფრთხილება: ვასკესი (36), პრომესი (37), მერკადო (45), მურიელი (90+2)

ესპანიოლი - ბარსელონა 0:4

ბარსელონა. „კორნელის ელ პრატი.“ 24 037

0:1 მესი (17), 0:2 დემბელე (26), 0:3 ლუის სუარესი (45), 0:4 მესი (65)

ესპანიოლი: დიეგო ლოპესი, დიდაკი, დუარტე, დავიდ ლოპესი, ხავი ლოპესი, როკა, დარდერი (გრანერო 74), სანჩესი, მელენდო (გარსია 63), პერსი (ბაპტისტაო 59), იგლესიასი

მწვრთნელი: რუბი

ბარსელონა: ტერ-შტეგენი, ალბა, პიკე, ლანგლე, სემედუ, ბუსკეტსი, ვიდალი, რაკიტიჩი (დენის სუარესი 82), დემბელე (კოუტინიო 68), მესი, ლუის სუარესი (ელ-ჰადადი 79)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მსაჯი: კარლოს დელ სერო

გაფრთხილება: დიდაკი (79)

ვილიარეალი - სელტა 2:3

0:1 მენდესი (44), 0:2 იოკუშლუ (49), 0:3 გომესი (51), 1:3, 2:3 ბაკა (83, 87)

7 დეკემბერი

ლეგანესი - ხეტაფე 1:1

0:1 კაბრერა (39), 1:1 ნიომი (64)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113304