ფეხბურთი

21:49 | 8.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდომ ახსნა, რითი განსხვავდება რონალდუსგან

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა „კიჭამ,“ რონალდომ, რომელმაც საკლუბო დონეზე 384 მატჩში 280 გოლი გაიტანა, ჟურნალისტებს აუხსნა თუ რითი განსხვავდება ის დღევანდელი „იუვენტუსის“ სუპერვარსკვლავისგან, კრიშტიანუ რონალდუსგან.

„ჩვენს შორის, ასაკში ცხრაწლიანი სხვაობაა. ის დღეს თამაშობს, მე კი სხვა დროში ვირჯებოდი. ბოლო წლებში ფეხბურთი ძალიან შეიცვალა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემ დროს თამაში უფრო რთული იყო. უბრალოდ, ჩვენ აბსოლუტურად სხვა სიტუაციებთან და გუნდებთან გვიწევდა შეხება.“ - ციტირებს ბრაზილიელს La Gazzetta dello Sport.

0.100423