ფეხბურთი

13:23 | 6.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პელე: „მარადონა გაცილებით უკეთესი იყო მესიზე“

მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა პელემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავის დროზე არგენტინელი მარადონა გაცილებით უკეთ თამაშობდა, ვიდრე „ბარსელონას“ დღევანდელი ვარსკვლავი ლიონელ მესი.

„ჩემთვის მარადონა ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია, თუკი ოდესმე ვინმე მინახავს. თუ მკითხავთ, იყო თუ არა ის მესიზე გაცილებით უკეთესი, გიპასუხებთ - დიახ.

ბეკენბაუერი და კრუიფიც საოცარი მოთამაშეები იყვნენ, მაგრამ მარადონა სულ სხვა გახლდათ.“ უთხრა პელემ Folha de Sao Paulo-ს.

0.11895