ფეხბურთი

1:45 | 6.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნევენ სუბოტიჩის უმძიმესი და საშინელი ტრავმა (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-16 ტურის შეხვედრაში, რომელიც „ბორდოსა“ და „სენტ ეტიენს“ შორის შედგა (3:2), უმძიმესი ტრავმა მიიღო სტუმართა მცველმა ნევენ სუბოტიჩმა.

22-ე წუთზე, როდესაც „სენტ ეტიენი“ 1:0 იგებდა, მეკარე სტეფან რუფიე თანაგუნდელს შეეჯახა და მუხლი თავში ჩაარტყა. შედეგად, სუბოტიჩი გარკვეული დროის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და თავიდან სისხლი სდიოდა.

29 წლის სერბი ფეხბურთელი სტადიონიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერჯერობით მისი დიაგნოზი უცნობია. აღსანიშნავია, რომ რუფიემ გარდა იმისა, რომ თანაგუნდელს საშინელი დაზიანება მიაყენა, ბურთიც ვერ დაიჭირა და ჯიმი ბრიანმა ანგარიში გაათანაბრა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში სუბოტიჩმა ყველა ტურნირის ჩათვლით 16 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140114