ფეხბურთი

21:24 | 5.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავას დუბლი და საგოლე პასი კვიპროსში (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კვიპროსის თასზე დუბლით გამოირჩა. ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 1/8 ფინალურ ეტაპზე სტუმრად „აკრიტასი“ 7:0 გაანადგურა და ამაში თავისი წვლილი 24 წლის ქართველმაც შეიტანა.

ნიკა ძირითად შემადგენლობაში იყო. 84-ე წუთზე ანგარიში 5:0 გახადა, ხოლო 89-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში - 7:0 დააფიქსირა. შუალედში კი, 85-ე წუთზე მიხალ დურისს ასისტენტობა გაუწია და საგოლე პასიც მიითვალა.

ეს კაჭარავას პირველი გოლებია მიმდინარე სეზონში მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსის ჩემპიონატში რეგულარულად თამაშობს და დღემდე 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

„ანორთოსისი“ კი კვიპროსის თასისთვის ბრძოლას 1/4 ფინალიდან გააგრძელებს.

0.112098