ფეხბურთი

20:54 | 5.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელებმა იტალია დაამარცხეს

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა იტალიასთან და 2:1 გაიმარჯვა.

გიორგი მიქაძის გუნდი თავიდან აგებდა, თუმცა გიორგი გულიაშვილმა ზურიკო დავითაშვილის პასით პირველივე ტაიმში გაათანაბრა. შესვენების შემდეგ ჩვენმა გუნდმა უფრო მოუმატა და მატჩის მიწურულს გამარჯვების გოლიც გაიტანა - ცოტნე ფაცაციამ ჯარიმიდან შეაგდო. იქამდე კი, მე-60 წუთზე დავითაშვილმა პენალტი გააცუდა.

ბულისკერია, ჯაფარიძე, ბუიღლიშვილი, ჯინჯოლავა, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, დარცმელია, გულიაშვილი, დავითაშვილი, ინჯგია, ბაბუნაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: კვარაცხელია, ივანიაძე, გაბუნია, შეყილაძე, ფაცაცია, ნანობაშვილი, გაბელაია.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108069