"ჩიკაგო ბულზის" მთავარი მწვრთნელი ფრედ ჰოუბერგი კლუბმა დაითხოვა, აღნიშნულ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, ფრედის ასისტენტი ჯიმ ბოილენი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით ჰოუბერგის გაშვების მთავარი მიზეზი "ხარების" შედეგებია. მიმდინარე სეზონში "ჩიკაგო" 5 მოგებით და 19 წაგებით აღმოსავლეთ კონფრენციაში ბოლოს წინა ადგილზეა.







