კალათბურთი

21:23 | 4.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის საფინალო სროლა ფიბა-მ მე-5 საკვალიფიკაციო ფანჯრის საუკეთესო ეპიზოდად აღიარა (+VIDEO)

3 დეკემბერს, გიორგი შერმადინის მიერ ისრაელის კალათში ჩაგდებული ბურთი ყველას დიდხანს ემახსოვრება. ქართველმა ცენტრმა, ოვერტაიმში, თანაბარ ანგარიშზე, საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვების ბურთი ჩაუგდო ებრაელებს და საქართელოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-5 გამარჯვება მოაპოვებინა.

ფიბა-მ შერმადინის ეს დრამატული მომენტი მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპული შესარჩევი ტურნირის მე-5 ფანჯრის საუკეთესო ეპიზოდად აღიარა. ფიბა-ს და “ნაიკის” ერთობლივ ხუთეულში ადგილები ასე განაწილდა:

5. ანდრეი კულაგინი (რუსეთი) VS ჩეხეთი

4. დრაგან მილოსავლიევიჩი (სერბეთი) VS საბერძნეთი

3. კარიმ იალოუ (გერმანია) VS ესტონეთი

2. ჯონათან რუსელი (საფრანგეთი) VS ბულგარეთი

1. გიორგი შერმადინი (საქართველო) VS ისრაელი

0.120845