სხვა

18:50 | 3.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

IOC-მა სამბო, კიკბოქსინგი და ლაკროსი სამი წლის ვადით დროებითი სტატუსით აღიარა

ტოკიოში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე, IOC-ის სპორტის დეპარტამენტის რეკომენდაციით სამბო, კიკბოქსინგი და ლაკროსი სამი წლის ვადით დროებითი სტატუსით აღიარეს. შესაბამისი სპორტის სახეობების წარმომადგენლები IOC-ის გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამ სახეობებისთვის ეს არის ოლიმპიურ პროგრამაში მოსახვედრად წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

დროებითის სტატუსით სარგებლობა სამივე სპორტის მმართველ ორგანიზაციას საშუალებას აძლევს IOC-ისგან დაფინანსება მიიღოს. ამასთან, ეძლევათ საშუალება განვითარების პროგრამებისთვის გრანტებზე გააკეთონ განაცხადი.

IOC-ის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა და პირობა ის არის, რომ ესა თუ ის სპორტი ოფიციალურად ვითარდებოდეს მინიმუმ სამ კონტინენტზე. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოჰყვება IOC-ის დროებითი აღიარება, შემდეგ- მუდმივი აღიარება და ბოლოს ოლიმპიურ პროგრამაში მოხვედრაც შესაძლებელი ხდება.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110767