სხვა

14:45 | 3.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

აჭარა დაუმარცხებელია  

საქართველოს ჩემპიონატზე ხელბურთში, 15-წლამდელებს შორის, მორიგი ტური გაიმართა. დასავლეთში შეჯიბრებას სენაკის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ჯერჯერობით აქ 5 მატჩიდან 5 მოგებით ლიდერობს აჭარის გუნდი.

4-4 მოგება აქვთ ქუთაისსა და ფოთის ოქროს ვერძს, 6 ქულითაა ზუგდიდის გუნდი. 16 დეკემბერს რვავე გუნდი ზესტაფონის სპორტის სასახლეში შეიკრიბება და აქ გამართული მატჩებით ერთმანეთში ერთ წრეს გაასრულებს.

აღმოსავლეთ საქართველოს გუნდებს შორის შეჯიბრება 1 დეკემბერს, გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელობის დარბაზში დაიწყო. აქ ჯერჯერობით სულ 4 მატჩი გაიმართა 4 გუნდს შორის - პეგასი, გორი, რუსთავი და ქარიშხალა. შეჯიბრებაში უნდა ჩაერთონ თელავისა და ახაშნის (გურჯაანის რაიონი) გუნდებიც.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19.

ჭაბუკები, 15 წლამდე (2004-05)

2 დეკემბერი, დასავლეთი. სენაკი

ზუგდიდი - წყალტუბო 14-8, ქუთაისი - სამტრედია 15-8

სენაკი - BSB ბათუმი 6-10, აჭარა - ზუგდიდი 21-8

სამტრედია - წყალტუბო 14-10, ფოთი - ქუთაისი 10-5

BSB ბათუმი - ზუგდიდი 8-13, სამტრედია - აჭარა 7-24

ქუთაისი - წყალტუბო 8-7, სენაკი - ფოთი 7-19

მსაჯები: თ. ბჟალავა (ფოთი), გ. გველესიანი (წყალტუბო), შ. სტურუა (სამტრედია)

----------------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ

აჭარა-----------5---5---0---0--101-30--10

ქუთაისი-------5---4---0---1---50-35---8

ფოთი----------5---4---0---1---52-39---8

ზუგდიდი-----5---3---0---2---58-50---6

სამტრედია----5---2---0---3---43-70---4

წყალტუბო----5---1---0---4---46-45--2

ბათუმი--------5---1---0---4---34-64---2

სენაკი----------5---0---0---5---22-73---0

1 დეკემბერი, აღმოსავლეთი. გლდანი

პეგასი - ქარიშხალა 10-4, რუსთავი - გორი 13-4

გორი - პეგასი 2-14, პეგასი - რუსთავი 13-6

მსაჯები: ი. გოგოლაძე - გ. სურმავა, ლ. მამულაშვილი - ა. ხანდოლიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117382