ფეხბურთი

1:45 | 3.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ ისევ გალიდერდა

დღის გვიან მატჩში, ლიდერმა „სევილიამ“ სტუმრად „ალავესის“ წინააღმდეგობა ვერ გატეხა და პირველი ადგილი „ბარსელონას“ დაუთმო. ეგ კი არა, ანდალუსიელები აგებდნენ და დამთავრებამდე 12 წუთით ადრე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება.

„ბარსელონამ“ „ვილიარეალს,“ როგორც იტყვიან, კლასით მოუგო. კატალონიელებმა პირველი წუთებიდანვე დაიწყეს მეტოქეზე ზეწოლა და სტანდარტს სტანდარტზე ამატებდნენ, თუმცა წარმატებას ვერ აღწევდნენ. პირიქით, სტუმრებს უნდა გაეხსნათ ანგარიში, მაგრამ ხერარდმა ახლოდან ძელს მოარტყა ბურთი. მასპინძლებმა კი შესვენებამდე ცოტათი ადრე გაილაღეს და გოლიც გაიტანეს. კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს, ჟერარ პიკემ მიუჩინა ადგილი სერხიო ასენხოს კარში.

მეორე ტაიმში სტუმრები უფრო გათამამდნენ, ერთი ხანი ბურთიც დაიჭირეს, მაგრამ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. „ბარსა“ ვითარებას აკონტროლებდა და ბოლოსკენ მეორე ბურთიც გაიტანა. კარლეს ალენიამ ლეო მესის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ გააორა ანგარიში.

წლევანდელი „ატლეტიკო“ შარშანდელ „ლივერპულს“ ემსგავსება. შეუძლია მიწასთან გაასწოროს, ვთქვათ, დორტმუნდის „ბორუსია“ და მერე არაფრით გამორჩეულ გუნდთან დაკარგოს მნიშვნელოვანი ქულები.

ასე მოხდა ამჯერადაც. „ჟირონასთნ“ მატჩში მათ ცუდად ითმაშეს. პირველ ნახევარში მხოლოდ ერთი საგოლე მომენტი შექმნეს, ისიც საულის ინდივიდუალური ქმედების წყალობით. ტაიმის ბოლოს კი საკუთარ კარში მიიღეს პენალტით გოლი. ჟირონელებს, ეგებ არც წაეგოთ, მაგრამ მათმა მეკარემ, იასინ ბუნუმ ტრავმა მიიღო და ამან მასპინძლების თამაში რატომღაც არია. მერე გოლიც საკუთარ კარში გაიტანეს.

ესპანეთი

პრიმერა. მე-14 ტური. 2 დეკემბერი

ჟირონა - ატლეტიკო 1:1

ჟირონა. „მონტილივი.“ 12 104

1:0 სტუანი (45, პენ), 1:1 რამალიო (82, საკ. კსარში)

ჟირონა: ბუნუ (ირაისოსი 72), ბერნარდო, რამალიო, გრანელი, პონსი, ალეშ გარსია, პორო, ბორხა გარსია (ფერნანდესი 84), რობერტსი (პორტუ 66), სტუანი

მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

ატლეტიკო: ობლაკი, საული, ერნანდესი, სავიჩი, არიასი (მარტინში 74), ლემარი, ტომასი, როდრი (კორეა 64), კოკე, გრიზმანი, კოშტა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

გაფრთხილება: გრიზმანი (17), კოკე (41), ობლაკი (45), ტომასი (72), კოშტა (89), საული (89)

ბარსელონა - ვილიარეალი 2:0

ბარსელონა. „კამპ ნოუ.“ 73 003

1:0 პიკე (36), 2:0 ალენია (87)

ბარსელონა: ტერ-შტეგენი, ალბა, ლანგლე, პიკე, სემედუ, ვიდალი (ალენია 70), ბუსკეტსი, რაკიტიჩი, დემბელე, კოუტინიო (მალკომი 80), მესი

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ვილიარეალი: ასენხო, პედრასა, რუისი, გონსალესი, გასპარი, კასორლა (რაბა 88), კასერესი, ტრიგეროსი (ბაკა 67), ფორნალსი, ჩუკვეზე, ხერარდი (ეკამბი 79)

მწვრთნელი: ხავი კალეხა

მსაჯი: ხოსე მონტერო

გაფრთხილრება: ლანგლე (18), ალბა (69); რუისი (11), გონსალესი (26), ფორნალსი (90), პედრასა (90+1)

ალავესი - სევილია 1:1

ვიტორია-გასტეისი. „მენდისოროსა.“ 17 848

1:0 ხონი (37), 1:1 ბენ-იედერი (78)

ალავესი: პაჩეკო, დუარტე, ნავარო, ლაგურდია, აგირეგაბირია, გარსია, პინა, ვაკასო (ბრაშანაცი 74), ხონი, გომესი (სობრინო 83), კალიერი (გვიდეტი (90+1)

მწვრთნელი: აბელარდო

სევილია: ვაცლიკი, გომესი, კიერი (სარაბია 69), კარისუ, მესა (ამადუ 46), ესკუდერო, ბანეგა, ვასკესი, მერკადო (პრომესი 58), ბენ-იედერი, ანდრე სილვა

მწვრთნელი: პაბლო მაჩინი

მსაჯი: ხოსე მარია მარტინესი

გაფრთხილება: გარსია (24), გვიდეტი (90+4); მესა (26), სარაბია (39, არა მინდორზე), ვასკესი (84)

ბეტისი - სოსიედადი 1:0

1:0 ფირპო (33)

სტატისტიკა
0.22409